„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად გოგა გულორდავა აირჩია.
მას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 77-მა დეპუტატმა.
გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრი ხდება 6 წლის ვადით, 2026 წლის იანვრიდან.
გოგა გულორდავა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო IX 2016-2020 წლებში. 2021 წელს გულორდავა კენჭს იყიდა წალენჯიხის მერის თანამდებობაზე, თუმცა, ის მაშინ ენმ-ის კანდიდატ გია ხარჩილავასთან დამარცხდა.
გულორდავას გარდა, გოგა გულორდავას გარდა, ComCom-ის წევრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორ ვლადიმერ ტატიშვილს და შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელსა და დირექტორ ილია მიქელაიშვილს სურდათ.
ვლადიმერ ტატიშვილს მხარი დაუჭირა 19-მა ადამიანმა, ილია მიქელაიშვილს – 36-მა ადამიანმა.
კომუნიკაციების კომისიის მოქმედ თავმჯდომარე კახა ბექაურს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ბექაური კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 2023 წლის იანვარში ის თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს. მანამდე, 2014–2017 წლებში, კახა ბექაური იყო კომუნიკაციების კომისიის წევრი, 2012 წელს კი – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორი.
2019 წლამდე კანონი კომისიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ორჯერ დანიშვნას კრძალავდა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი შეცვალა და ეს შეზღუდვა ამოიღო.