დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წავიდნენ აღდგომის ღამეს ეკლესიებში.
„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების გაკეთება, არ წახვიდეთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან… ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმით. ილოცებენ ჩვენი მამაოები. ილოცებენ მღვდელმთავრები. მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიებში. ჩვენ ვიქნებით პირნათელი ქვეყნის და ღმერთის წინაშე. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან… გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
განახლებული მონაცემები საქართველოში ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 336
- აქედან გამოჯანმრთელებული – 74
- გარდაცვლილი – 3
- კარანტინის რეჟიმში – 5034
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3