დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს PCR ტესტების მარაგი ქვეყანაში შეივსო 20 000 ტესტით. საღამოს კი ელოდებიან თვითმფრინავს კორეიდან, რომელმაც დამატებით 20 000 ტესტი უნდა ჩამოიტანოს. მისი თქმით, დღემდე 6 000-ზე მეტი PCR ტესტია ჩატარებული ქვეყანაში.
„შემდგომი გეგმაა, ამ 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 100-120 ათასი PCR-ზე როგორ ავიდეთ. საკოორდინაციო საბჭოს და პრემიერის დავალებაა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ… მოგეხსენებათ, დღეს 5 ლაბორატორია აკეთებს ქვეყანაში PCR ტესტს 21-დან ამას ემატება უკვე დაახლოებით 6 (ლაბორატორია) შემდეგ კიდევ 6 და როგორ უნდა ავიდეთ ყოველდღიურად უახლოეს მომავალში დაახლოებით 1000-დან 1500 ტესტირებამდე და მერე კიდევ უფრო მეტზე, ამის გეგმა შემუშავებულია. წარდგენილია სამინისტროში“, – აცხადებს გამყრელიძე „იმედის“ ეთერში.
******************
განახლებული მონაცემები საქართველოში ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 336
- აქედან გამოჯანმრთელებული – 74
- გარდაცვლილი – 3
- კარანტინის რეჟიმში – 5034
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3