„პირველი არხის“ განცხადებით, მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა მოხდა

პუბლიკა

„პირველი არხის“ განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ სერვერზე, სავარაუდოდ, განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევა, რის გამოც არხი პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს.

„ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე.

მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე მიმართა შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, 26 დეკემბრის 15:00 საათის შემდეგ, „პირველი არხის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება – „მოამბე” არ გასულა.