შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსულ ქალზე ძალადობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. შსს-სვე ცნობით, კაცი ძებნილი იყო.
გამოძიების ვერსიით, „მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს, ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“
„სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.
რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – აცხადებს უწყება.