ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი სანდრო მეგრელიშვილს სოლიდარობას უცხადებს

პუბლიკა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი სანდრო მეგრელიშვილს სოლიდარობას უცხადებს.

„სანდრო მეგრელიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარია. ის პერსპექტიული ახალგაზრდა მეცნიერია, რომელიც აქტიურადაა ჩართული არაერთ საერთაშორისო კვლევით პროგრამაში.

2026 წლის პირველი თებერვლიდან სანდრო მეგრელიშვილი, როგორც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ყველაზე დიდი პროგრამის, ახალგაზრდა მკვლევარი ილიას უნივერსიტეტიდან, მიემგზავრება ევროპის მკვლევართა აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად.

ილიას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ამ პროექტში წარმოდგენილია მსოფლიოს 12 ქვეყნის (ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, დანია, ფინეთი, ავსტრია, იტალია, კვიპროსი, ესპანეთი, საქართველო, თურქეთი, ბრაზილია) მეცნიერებთან ერთად.

სანდრო მეგრელიშვილს აქვს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია, რომელსაც ყოველთვის კანონიერი ფორმით, არაკონფრონტაციულად გამოხატავს. მისი დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე იდგა, უდიდესი უსამართლობაა. სოლიდარობას ვუცხადებთ სანდროს და მოუთმენლად ველით მის აკადემიურ და სამოქალაქო სივრცეში დაბრუნებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერს 57 პროფესორი, სია განახლებადია:

გია ნოდია, პროფესორი, სანდრო მეგრელიშვილის სამეცნიერო ხელმძღვანელი
1. ნინო მატარაძე, ასოცირებული პროფესორი
2. თამარ ჭეიშვილი, ასოცირებული პროფესორი
3. სერგი კაპანაძე, პროფესორი
4. მალხაზ სონღულაშვილი, პროფესორი
5. ბელა წიფურია, პროფესორი
6. ცირა კილანავა, ასისტენტ-პროფესორი
7. ლიკა გორდეზიანი, ასოცირებული პროფესორი
8. ანა კირვალიძე, ასოცირებული პროფესორი
9. ნინო რჩეულიშვილი, ასისტენტ-პროფესორი
10. რეზო მარსაგიშვილი, პროფესორი
11. გიორგი სანიკიძე, პროფესორი
12. სერგო რატიანი, პროფესორი
13. გიორგი გვახარია, პროფესორი
14. სალომე ცოფურაშვილი, ასისტენტ-პროფესორი
15. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, პროფესორი
16. ბეჟან ჯავახია, პროფესორი
17. დარეჯან ჯავახიშვილი, პროფესორი
18. სოფიო კილასონია, ასისტენტ-პროფესორი
19. ნინო ფირცხალავა, პროფესორი
20. რეზო კიკნაძე, პროფესორი
21. ირმა ყარაულაშვილი, პროფესორი
22. ნინო მხეიძე, ასოცირებული პროფესორი
23. ნინო ჯავახიშვილი, პროფესორი
24. ლუკა ნახუცრიშვილი, ასოცირებული პროფესორი
25. ფლორიან მიულფრიდი, პროფესორი
26. არჩილ აბაშიძე, პროფესორი
27. ანა კორძაია-სამადაშვილი, ასოცირებული პროფესორი
28. სალომე ცისკარიშვილი, ასოცირებული პროფესორი
29. დიმიტრი ჯაფარიძე, პროფესორი
30. თამარ კინწურაშვილი, ასოცირებული პროფესორი,
31. ნინო დოლიძე, პროფესორი
32. თეონა დამენია, ასისტენტ-პროფესორი
33. მალხაზ მაყაშვილი, პროფესორი
34. მარიამ დარჩიაშვილი, ასოცირებული პროფესორი
35. ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი
36. ათინათ მამაცაშვილი, პროფესორი
37. ნინო ცინცაძე, ასოცირებული პროფესორი
38. ელენე ტატიშვილი, ასოცირებული პროფესორი
39. ქეთევან გურჩიანი, პროფესორი
40. ირაკლი ტოკლიკიშვილი, ასისტენტ-პროფესორი
41. ირინა ლორთქიფანიძე, ასოცირებული პროფესორი
42. სალომე პატარიძე, ასისტენტ-პროფესორი
43. მაკა ლაშხია, ასოცირებული პროფესორი
44. ანა მაყაშვილი, ასოცირებული პროფესორი
45. თინათინ მარგალიტაძე, პროფესორი
46. მაია პატარიძე, ასისტენტ-პროფესორი
47. თამთა ხალვაში, პროფესორი
48. მარიეტა ჩიხლაძე, ასისტენტ-პროფესორი
49. თამარ გრძელიძე, პროფესორი
50. ემზარ ჯგერენაია, პროფესორი
51. რუსუდან გერსამია, ასოცირებული პროფესორი
52. თამარ ცხადაძე, ასოცირებული პროფესორი
53. ირინა ლობჟანიძე, პროფესორი
54. ივანე ხუციშვილი, ასოცირებული პროფესორი
55. ბექა კობახიძე, პროფესორი
56. ზარინა ბურკაძე, ასოცირებული პროფესორი
57. ივანე ლომიძე, ასოცირებული პროფესორი
(სია განახლებადია)

დღეს, მოსამართლე დავით მაკარიძემ  სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ პატიმრობა დღეს 5 მოქალაქეს შეუფარდა.