„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.