აშშ-მა საქართველოს დამატებით 600 000 დოლარი გამოუყო | COVID-19

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო.

მათი ინფორმაციით, ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

მათივე თქმით, COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო.