სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.

მინდაძეს 5 წელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა 2025 წლის 3 ივლისს მიუსაჯა.

გიორგი მინდაძეს გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდნენ, რითიც მას, ბრალდების პოზიციით, ფეხზე დამწვრობა მიადგა.

პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.