შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი – 1982 წელს დაბადებული ე.დ და დედა-შვილი – 2008 წელს დაბადებული თ.ი. და 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 29 მარტს, გვიან ღამით, შენიღბული ბრალდებულები სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 71 წლის ლ.ყ.-ს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.