პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.