შსს: ბათუმში დავაკავეთ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული უ.ა. ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

„ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.