11 პირის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა

პუბლიკა

2024 წლის დეკემბერის აქციების დროს დაკავებული 11 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემაც დამნაშავედ ცნო. მან პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

საქმეზე მსჯავრდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის მიმართ წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.


მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.

პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და მოითხოვდა, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.