საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


19 აპრილს სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი იყო. ხანძრის შედეგად დაიწვა ბიბლიოთეკის პირველი სართული.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.