მაკა ბოჭორიშვილი NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელ კევინ ჰამილტონს შეხვდა

პუბლიკა

2026 წლის 7 მაისს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ელჩ კევინ ჰამილტონს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.

უწყების თანახმად, საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას;. ხაზი გაესვა, ნატოს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.

სამინისტრო ასევე წერს, რომ ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

პრესრელიზის თანახმად, კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.