შსს-ში აცხადებენ, რომ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – დაწერა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, შემთხვევა „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა. გადაცემაში ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო სტუმრად გიორგი მარგებაძე.