ევროპარლამენტმა სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტში მუშაობა ერთი წლით შეეზღუდება. ინფორმაცია თავად „იმედმა“ გაავრცელა.
ტელეარხის ცნობით, ასევე, მოლდოვამ „იმედს“, „რუსთავი 2-ს“ და POSTV-ს უარი უთხრა აკრედიტაციაზე, რომელიც საჭიროა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად. სესიას მაკა ბოჭორიშვილიც უნდა დაესწროს.
„იმედი“ მიიჩნევს, რომ მოლდოვის მოლდოვის მთავრობის ეს გადაწყვეტილება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და „დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაა“.
რაც შეეხება ევროპარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას, „იმედის“ ეთერში ნაჩვენები ოფიციალური წერილის თანახმად, „იმედის“ ჟურნალისტმა 10 მაისს თანხმობის გარეშე ჩაწერა ევროპარლამენტარი და ამით დაარღვია შიდა განაწესი;
ტელევიზიის წარმომადგენელმა მსგავს ქმედებაზე 22 აპრილსაც მიიღო გაფრთხილება.
ამავე დროს, „ევროსკოპის“ ინფორმაციით, ევროპარლამენტიდან ანალოგიური წერილი „რუსთავი 2-მა“ და POSTV-მაც მიიღეს.
„იმედს“ და POSTV-ის დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 24 თებერვალს დაუწესა ანტირუსული სანქციების ფარგლებში. ბრიტანეთის განცხადებით, ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ ქართული პროპაგანდისტული მედიები დაასანქცირა.
გარდა ამისა, ივნისში ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე უყრის კენჭს საქართველოს შესახებ ანგარიშშს, რომელშიც შეტანილია შესწორება პროპაგანდისტული არხების: „იმედის“, „რუსთავი 2-ის“ და „POSTV-ის“ სანქცირების შესახებ.