აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

აშშ-ის საელჩოდან „პუბლიკას“ მოგვწერეს, რომ ვიზიტი 24 მასს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სახდეპის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებს.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე დასაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წერილში.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

  • ჩარლზ იოქი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი;
  • პიტერ ანდრეოლი, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

პეტერ ანდრეოლი საქართველოში მარტშიც იმყოფებოდა. ამ ვიზიტის დროს ის ანაკლიაში ჩავიდა და პორტის განვითარების გეგმას გაეცნო.

„პეტერ ანდრეოლის ვიზიტის ფარგლებში გვქნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხზე“, – თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ ურნალისტის შეკითხვაზე, გამოხატა თუ არა ამერიკამ ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ.

შენიშვნა: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ აშშ-ის საელჩო არ აკონკრეტებდა დელეგაციის შემადგენლობას, თუმცა, მოგვიანებით საელჩომ „პუბლიკას“ ინფორმაცია მიაწოდა.