პროკურატურამ ბრალი წარუდგინა აღმზრდელს, რომელიც ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღის აღმზრდელს.

გამოძიების ვერსიით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში აღმზრდელმა მცირეწლოვანზე იძალადა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წერს, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს არ ასახელებს.