“სახელოვნად გამარჯვება” ქორეოგრაფიულ ენაზე

დავით ბუხრიკიძე

ქორეოგრაფიულთოჯინური სპექტაკლიმარო”, რომელიც მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით დადგა ფიზიკური თეატრის კომპანიაჰოი”-, შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე დიდი წარმატებით უჩვენეს.

ფიზიკური თეატრის კომპანია HOI (”ჰოი“), რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, ახალი და გაბედული თეატრალური იდეებითაა შთაგონებული. მაყურებელმა უკვე გაიცნო და ნახა სპექტაკლიმარო“, რომელიც გასულ წელს დაიდგა და თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარშიც კი დამკვიდრდა. ფესტივალსაჩუქარისფარგლებში ნაჩვენები წარმოდგენა იტალიური პროექტის Biennale College 2025-ის გამარჯვებული დადგმაა, რომელსაც საშუალება მიეცა ორიოდე კვირის წინ, შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში, საერთაშორისო ფესტივალ Territori Festival-ის მთავარ პროგრამაში (4-7 ივნისი) მიეღო მონაწილეობა.

 

სპექტაკლ „მაროსგამოჩენა თუ წარმოჩენა პრესტულ ევროპულ ფესტივალზე, მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც – ეს ფაქტობრივად, ახალი მხატვრული და სამოქალაქო ჟესტია, რაც საშუალებას გვაძლევს ხელახლა გავიაზროთ თავისუფლების, პასუხისმგებლობის და პატრიოტიზმის ცნებები… როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი, განცდილი და არდავიწყებული გამოცდილება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფესტივალსაჩუქართანთანამშრომლობით, BIENNALE COLLEGE საქართველოში მნიშვნელოვან არტპლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მსახიობებს, რეჟისორებსა თუ სცენოგრაფებს შესაძლებლობას აძლევს უფრო იოლად ინტეგრირდნენ ევროპულ თეატრალურ სივრცეში.

კომპანიაჰოისუკვე მძლავრი დაორხიდიანი ძრავისშემქმნელები და თანაავტორები არიან თათა თავდიშვილი და ტატო გელიაშვილი. ორივე მათგანი რეჟისორიცა, ქორეოგრაფიც, სცენოგრაფიც და მხატვარიც. შესაბამისად, ამ ქორეოგრაფიულთოჯინურ წარმოდგენასაც ორი ავტორი ჰყავს, თუმცა როგორ ნაწილდება მათი ფუნციები კონკრეტულ წარმოდგენაში, უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მონაწილეები ახალგაზრდა და საშუალო თაობის მსახიობები არიანგიორგი ყიფშიძე, ლიზა ნიკვაშვილი, ლუკა ჩიბუხაია, შაკო ჩალაგაშვილი, მირიან კოხრეიძე, ნინო ნოზაძე

შვეიცარიის პატარა ქალაქ ბელინცონაში, სადაც დაახლოებით 50  ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3-დან 7 ივნისამდეცნობილი

Territori Festival გაიმართა. პროგრამა ორმოც სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებდა: სპექტაკლებს, პერფორმანსებს, კონცერტებს, კონფერენციებს, ვორკშოპებსა და საჯარო შეხვედრებს. ამავდროულად, ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთს შეხვედროდნენ და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობები განეხილათ.

ფესტივალმა ქალაქი გიგანტურ სცენად გადააქცია, რომელიც დაახლოებით 2 ათას 500 მაყურებლისთვის იყო ხელმისაწვდომი. თავის არსებობის მეათე წელს, Territori-მ დაადასტურა თავისი იდენტობა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ენები, ადამიანები, თაობები და წარმომავლობა. შეინარჩუნოს აღმოჩენისა და შეხვედრის სურვილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსში უჩვენეს წარმოდგენები შვეიცარიიდან, იტალიიდან, ჩილედან, ბელგიიდან და საქართველოდან. მეხსიერება, თავისუფლება, იდენტობა და ადამიანური ურთიერთობებიეს არის ის თემები, რომელიც მთელი პროგრამის განმავლობაში მაყურებელს რეფლექსიის, დისკუსიისა და აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობდა.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ იტალიელმა არტკრიტიკოსმა, ელენა სკოლარიმ ერთერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ თეატრალურ ჟურნალში სახელწოდებით Hystrio („ჰისტრიო“), 22 ივნისს გამოაქვეყნა სტატია „Territori N2: თეატრი ისტორიაა წერსსაქართველოს წარსულის ფურცლებიდან და ჩილეს მეხსიერების საცავით“. აღსანიშნავია, რომ  Hystrio ავტორიტეტული თეატრალური გამოცემაა, რომელიც 1988 წელს დაარსდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე დრამატულ და ფიზიკურ თეატრს. გამოცემა მუდმივად წერს თანამედროვე თეატრის პრობლემებზე, მის ცვალებად ფორმებსა და განვითარების ტენდენციებზე.

მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ელენე სკოლარის სტატიიდან:

..„მაროგამაოგნებელი წარმოდგენაა, ერთდროულად ენერგიულიცა და პოეტურიც. მოცეკვავეთა და მსახიობთა ჯგუფი ექსპრესიონისტული ქორეოგრაფიის საშუალებით აცოცხლებს ახალგაზრდა მარო მაყაშვილის ისტორიასგოგონასი, რომელიც 1921 წელს, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში თანატოლების გმირულ გზას გაჰყვა. მარო მათ ისტორიებს დღიურში აღბეჭდავდა, აღწერდა ომის საშინელებას და საბოლოოდ, თავადაც მათთან ერთად დაიღუპა.

მარო” – ეს არის მეხსიერების აქტი, რადგან ქვეყნის ისტორიას გვახსენებს და ასი წლის შემდეგაც კვლავ იმავე დამპყრობლის წინაშე დგას. 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) რუსეთის სამხედრო ოკუპაციის შედეგია. შემსრულებლებიქალები და კაცები, სცენაზე თეთრმოყვითალო, ოდნავ გაცვეთილ კოსტიუმებში გამოდიან. მათ პერანგებს დამახასიათებელი იერი აქვს, რომელიც ტრადიციულ სამოსსაც მოგვაგონებს. სცენის სიღრმეში ჩამოკიდებულია მუქი ფერის მძიმე შინელები. ისინი ზემოდან მოჩვენებებივით გადმოჰყურებენ სცენას, თუმცა, შესაძლოა, უფრო მფარველ მამებს ჰგვანან, რომლებიც თავიანთ შვილებს დუმილით დარაჯობენ {…}

ქორეოგრაფია კოლექტიურ პრინციპზეა აგებული. ანსამბლური სცენები ჯგუფის მთლიანობის განცდას ქმნისიმ ადამიანთა ერთობლიობას, რომლებიც გამოუვალ, ტრაგიკულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და ამიტომაც ერთმანეთს ეყრდნობიან, ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, რათა საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალას გადააჭარბონერთად გახდნენ იმაზე მეტნი, ვიდრე ცალცალკე არიან.

დღიურში ჩანახატებიც გვხვდება; მტრის წინააღმდეგ ბრძოლის აღწერები პირად დაკვირვებებსა და განცდებს ერწყმის. სწორედ აქ იკვეთება ერთმანეთთან დიდი ისტორია და პირადი ამბავი, რაც ნათლად გვაგრძნობინებს, რამდენად განუყოფელია ისინი ერთმანეთისგან. მარო წერს ქალებზე, თავისუფლებაზე, განათლებაზე. დღიურის ყდაზე კი გამოსახულია საქართველოს დროშა და ფრაზა რუსთაველის პოემავეფხისტაოსნიდან”- „რასაც გასცემ შენია, რასაც არადაკარგულია”. {…}

მნიშვნელოვანია, რომ ამ წარმოდგენით ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფი საკუთარი ქვეყნის ისტორიის გამხმოვანებელი ხდება. ისინი სცენაზე აცოცხლებენ თავიანთი თანატოლის, მაროს გაბედულ არჩევანს, რომელმაც პირად უსაფრთხოებას ტრაგიკული ისტორიული მოვლენის ეპიცენტრში ყოფნა ამჯობინა”.