ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რათა ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთოს.
სტრასბურგის სასამართლომ კომისრის აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და საიას აღნიშნული ინფორმაცია აცნობა.
ამ საქმის წარმოება სტრასბურგის სასამართლოში საიამ დაიწყო 2025 წელს 6 მომჩივნის სახელით, სამი ორგანიზაციისა და მათი ხელმძღვანელი ფიზიკური პირების სახელით.
მომჩივნები დავობენ იმაზე, თუ როგორ ზღუდავს აღნიშნული კანონი – უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (ქართული FARA) სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
კერძოდ, საჩივარში საია აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით