ევროკომისიის რეკომენდაციით, უნდა შეწყდეს ვენეციის ბიენალეს დაფინანსება რუსეთის მონაწილეობის გამო

პუბლიკა

ევროკომისიის რეკომენდაციით, უნდა შეწყდეს ვენეციის ბიენალეს დაფინანსება.

მიზეზი ის არის ის, რომ ვენეციის ბიენალეში რუსეთის მონაწილეობა აღდგა.

„ევროკომისია ოფიციალურად უწევს რეკომენდაციას EACEA-ს [ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს], შეწყვიტოს ვენეციის ბიენალესთვის გამოყოფილი 2 მილიონი ევროს გრანტი“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰენნა ვირკუნენმა 11 ივლისს.

საბოლოო გადაწყვეტილება EACEA-მ უნდა მიიღოს – აღმასრულებელმა სააგენტომ, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის კულტურის დაფინანსების პროგრამების მართვაზე.

ვირკუნენის განცხადებით, ევროკავშირის სახსრები უნდა ემსახურებოდეს დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობასა და დაცვას, თუმცა დღეს ეს ღირებულებები რუსეთში დაცული არ არის.

ევროკომისიამ ვენეციის ბიენალეს დაფინანსების შეწყვეტა აპრილში დააანონსა.

„სანამ რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს უკრაინული კულტურის წაშლას. მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება. რუსეთის დაბრუნება ვენეციის ბიენალეზე მორალურად გაუმართლებელია და ევროკავშირი აპირებს, მისი დაფინანსება შეაჩეროს“, – განაცხადა კაია კალასმა 21 აპრილს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბიენალე რუსეთის  მონაწილეობის აღდგენის შესახებ თავის პოზიციას იცავს. ენეტოს რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ ევროკომისიის განცხადებას უწოდა „ინსტიტუციური ქედმაღლობის აქტი და უპრეცედენტო მტრული დამოკიდებულება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტის მიმართ“.