სულ, ჩატარებული ტესტირებიდან დადებითის რაოდენობა 6%-ის ფარგლებშია – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ აცხადებს, რომ  დღეს ქვეყანაში  700-მდე ტესტი ჩატარდა.

„ჩვენ დღეისათვის გვაქვს, მთლიანად თუ ვიანგარიშებთ, ჩატარებული ტესტირებიდან დადებითის რაოდენობა 6%-ის ფარგლებში, ამერიკაში 20%-ია. რატომაა იქ ასეთი, რადგან სახლში უამრავი მკურნალობს, რომელსაც კოვიდის დიაგნოზი აქვს, ყოველგვარი ტესტირების გარეშე. ჩვენთან, მაგალითად, არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. არ გაგვიჟღერებია აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს. გვაქვს ეს პრეცედენტი უკვე“, – ამბობს პაატა იმნაძე.