„ბიძინა ყ*ეა? კი – არა”, – ამ ბანერის ჭერის გამო თბილისის საკრებულოსთან პოლიციამ მოქალაქე ნოდარ წიწრიაშვილი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” დაუდასტურეს, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს – 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
მოქმედი კანონმდებლობით წვრილმანი ხულიგნობა ასე განიმარტება − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
გუშინდელი დაკავებების მიზეზის გასაპროტესტებლად თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ. მათ დღეს სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა შინარსის ბანერები ეჭირათ.
გუშინ, 26 ივლისს საკრებულოსთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 10 პირი დააკავა, რომელთაც, უწყების შეფასებით, „შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ“.
„ბიძინა ყ*ეა? კი – არა” – მოქალაქეების გუშინდელ ბანერებზე ეს წარწერა იყო დაწერილი.