ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს ბრიფინი გაიმართა.
ელენე ხოშტარია ამჟამად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, როგორც ბრიფინგზე ითქვა, კლინიკაში გადმოყვანის დღიდან დღემდე, ელენე ხოშტარიას ჩაუტარდა არაერთი რადიოლოგიური, ასევე ლაბორატორიული კვლევა.
ასევე ჩატარდა არაერთი კონსულტაცია, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ მყოფ ექიმებთან.
„ ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეულ იქნება ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოო ჯამში კოლეგებთან ერთად შევჯერდით დიაგნოზზე და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან კონსტუქციული თანამშრომლობა, როგორც პენიტენციურ სამსახურთან ასევე კლინიკა „ვივამედთან“,- განაცხადა ბრიფინგზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ანი ქავთარაძემ.
ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა ექიმმა მაკა იოსელიანმა:
„ჩვენ დავადასტურეთ დიაგნოზი, რაზედაც იყო ეჭვი, ეს გახლავთ ხერხემლის ანთებითი დაავადება, ძალიან ბევრი კვლევის საფუძველზე გამოვრიცხეთ ამჟამად აქტიური ინფექციის არსებობა, კვლევებით ამოვწურეთ ყველა რისკის შესაძლებლობა….
დიაგნოზის ვერიფიცირების მერე, რომელიც ასე გამოიყურება ანთებითი სპენდილიტი, ანუ ხერხემლის ანთებითი დაავადებ , რომლის დროსაც ზიანდება არამხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები , ამ დაავადების [მკურნალობის] საერთაშორისო რეკომენდაციის შესაბამისად უნდა დაწყვებულიყო – ბიოლოგიური დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი, ჩვენ ამ პრეპარატებიდან შევარჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იქნება ქალბატონი ელენესეთვის, ეს პრეპარატი მოწოდებულ იქნა ძალიან ოპტიმალურ დროში და დავიწყებთ ხვალ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიას ექიმმა.
1 ივლისს კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო მსჯავრდებული ელენე ხოშტარია პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს.
ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება 29 ივნისს მიიღეს. როგორც მაშინ „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, ხოშტარიას თავისი პირადი ექიმი უმკურნალებს, კლინიკა მხოლოდ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.
ახლობლების ცნობით, ელენე ხოშტარიას რევმატიული ართრიტი და ავტოიმუნური დაავადება წლებია, აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში კი შესაბამისი პირობების და სამკურნალო პროტოკოლის არქონის გამო მისი მდგომარეოვა გაუარესდა.