მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
თოშხუა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე 31 ივლისს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების მუხლით.
მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ბიძინა ყ არაა? არის? ”
თოშხუა თბილისის საკრებულსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 26 ივლისსაც დააკავეს, მაშინაც ხელში ბანერის დაჭერის გამო.
კერძოდ, 26 ივლისს თოშხუას ბანერზე იყო წარწერა: „ბიძინა ყ*ეა? კი – არა“.
მის დაკავებას მოჰყვა კიდევ 9 აქტივისტის დაკავება.
26 ივლისის აქციასთან დაკავშირებით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.