მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თოშხუა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე 31 ივლისს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების მუხლით.

მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით „ბიძინა ყ არაა? არის? ”

თოშხუა თბილისის საკრებულსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 26 ივლისსაც დააკავეს, მაშინაც ხელში ბანერის დაჭერის გამო.

კერძოდ, 26 ივლისს თოშხუას ბანერზე იყო წარწერა: „ბიძინა ყ*ეა? კი – არა“.

მის დაკავებას მოჰყვა კიდევ 9 აქტივისტის დაკავება.

26 ივლისის აქციასთან დაკავშირებით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.