შსს-მ ბავშვების პორნოგრაფიული გამოსახულებების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდზე ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.

შსს ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“ უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს.

ის ასევე ურეკავს მოქალაქეებს და მოკვლითაც ემუქრება.

„ტვ პირველს“ მოქალაქეები ეუბნებიან, რომ უცნობმა პირმა, ვინც იმუქრება, 10 ათასი ლარი მოითხოვა და მუქარის ადრესატებს დრო 5 აგვისტომდე მისცა.