31 დეკემბერს კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა

პუბლიკა

2025 წლის 31 დეკემბერს ვაკეში, კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, მალხაზ ბაგათელიას შეურაცხადობა დაუდგინდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა.

მალხაზ ბოკუჩავა 2025 წლის 31 დეკემბერს ვაკის კორტების მიმდებარედ ჩაცხრილეს.

მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.