გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს – ბარბარა ფოსი. ინფორმაცია გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის წინა ელჩს პეტერ ფიშერს უფლებამოსილების ვადა 30 ივნისს ამოეწურა.
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – აცხადებს გერმანიის ახალი ელჩი.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ბარბარა ფოსი მუშაობდა გერმანიის გენერალურ კონსულად კალკუტაში, ინდოეთში.
საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბარბარა ფოსის ბიოგრაფია ასეთია:
2023-2026 – გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
2019-2023 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2015-2019 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
2012-2015 – გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
2009-2012 – გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
2006-2009 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
2005-2006 – მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
1996-2005 – გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ნიუ იორკში/აშშ;
1992-1996 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი;
1986-1992 – სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
გერმანიის წინა ელჩს პეტერ ფიშერს უფლებამოსილების ვადა 30 ივნისს ამოეწურა.