ცნობილია, ვინ არიან მასწავლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტები.
2026 წლის კონკურსში 5 ფინალისტი დასახელდა.
ესენი არიან:
- არჩილ თოდუა, ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
- მაგდა მიქაბერიძე, თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი, თბილისის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მადონა წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ლაურა ჯიმშელეიშვილი, დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადა“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა. დაჯილდოვდებიან ფინალისტებიც.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.