ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ წარმოებულ ე.წ. FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა.

კომისარმა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა მესამე მხარის წერილობითი მოსაზრება, რომელიც არა მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის ანალიზს მოიცავს, არამედ დამატებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო კონტექსტსაც განიხილავს. აღსანიშნავია, რომ კომისარი მესამე მხარის მოსაზრებით აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე ე.წ. რუსულ კანონის საქმეშიც.

საიას ცნობით, კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ.

მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს.

კომისარი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და ფუნქციონირების ეფექტიანი ხელშეწყობა. კომისარი მოუწოდებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ვრცლად იხილეთ ბმულზე.