თამაზ ელიზბარაშვილი ციხეში შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

თამაზ ელიზბარაშვილი ციხეში შიმშილობას იწყებს.  ამის შესახებ ის TV  პირველის გადაცემა „რეაქციისთვის” გაგზავნილ წერილში წერს. 

„ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.

მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ელიზბარაშვილის წერილში. 

თამაზ ელიზბარაშილს 4 სექტემბერს სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება თავად ელიზბარაშვილი.

შემთხვევა 30 აგვისტოს რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილსა და „იმედის“ თანამშრომლებს შორის მომხდარ სიტყვიერ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიწყო. როგორც თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და უთხრეს, რომ ბოდიში აუცილებლად იმავე ადგილას, აქვე უნდა მოეხადა