საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ 107 გამოჯანმრთელებულია. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 416-ია. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 416
- აქედან გამოჯანმრთელებული – 107
- გარდაცვლილი – 5
- კარანტინის რეჟიმში – 5160
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3