„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ცენტრის ფეისბუქლაივში იმ პაციენტზე ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა სახლში მკურნალობის პრაქტიკა ეფექტიანი.
„აქ არის რაღაც დეტალებზე ჩაღრმავება და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავახმაურებთ პაციენტის პირად ინფორმაციას, უბრალოდ, გაცნობებთ, რომ დღეს გავიდა ვადა, როდესაც ხელმეორედ ტესტირებას ექვემდებარებოდა ის პაციენტი. ჩატარდა ტესტირება და PCR ტესტირების შედეგი, პირველადი, არის უარყოფითი, შემდგომ 24 საათის თავზე განმეორებით ჩაუტარდება და თუ ისიც იქნება უარყოფითი, პრაქტიკულად. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პაციენტი გაჯანსაღებულია”, – განაცხადა ზახაშვილმა.