რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა შეაქო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შოიგუმ თქვა, რომ „დასავლეთის ქვეყნები ღიად და თავხედურად ცდილობენ პოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას. სამხრეთ კავკასიაში ამის მაგალითია არა მხოლოდ სომხეთი, არამედ საქართველოც“. მისივე მტკიცებით, დასავლეთს „მეზობელ ხალხებსა და ერებს შორის განხეთქილების ჩამოგდება უნდა“.
სწორედ ამ კონტექსტში შეაქო შოიგუმ შალვა პაპუაშვილი და „მკაფიო და გონივრული“ უწოდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს დასავლეთის შესახებ.
შალვა პაპუაშვილი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა – ის თავს ესხმის ევროკავშირს და ბრიუსელს და მას „რევოლუციურ სცენარში“ ადანაშაულებს.