Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა.
საქართველოს სტატუსი ახლა „ნაწილობრივ თავისუფალია“, „რადგან ხელისუფლება განაგრძობდა ონლაინაქტივიზმისა და იმ გამონათქვამების აღკვეთას, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღიქმებოდა“.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ბოლო ათი წლის მონაცემები, სადაც საქართველო უწყვეტად ინარჩუნებდა „თავისუფალის“ სტატუსს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინტერნეტის პენეტრაციის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ხელისუფლებამ გააფართოვა ზეწოლა იმ ონლაინ და არაონლაინ აქტივიზმის წინააღმდეგ, რაც უკავშირდებოდა საპროტესტო აქციებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, არ გაეგრძელებინა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები. ონლაინ ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდნენ, სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ ანგარიშსწორების სამიზნე ჯარიმების, რეიდების, უწყებებში დაბარებებისა და გამოძიებების სახით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
იმავე ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის გლობალური თავისუფლება ზედიზედ მე-16 წელია, მცირდება. ამ მხრივ, ჩინეთსა და მიანმარი კვლავ მსოფლიოში ყველაზე ცუდი გარემოა. ხოლო ესტონეთს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.