ლიტერატურული პრემია „ლიტერას” 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია. ესენი არიან:
ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი – „ლიტერა” გადაეცა თაკო წულაიას, კრებულისთვის „არაფერი არ გვემართება“;
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – „ლიტერა” გადაეცა მინდია არაბულს კრებულისთვის „საუკუნო უკუნი“;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – „ლიტერა” გადაეცა დავით ქართველიშვილს კრებულისთვის „ცვილის ფიგურები“;
„ლიტერა” ნომინაციაში წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა გადაეცა გიორგი კაკაბაძეს, წიგნისთვის „მიზეზთა ბუნება“;
„ლიტერა” ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი გადაეცა გოგა ქობალიას წიგნისთვის „სიკვდილი პაპანაქება მზეში“;
„ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო პოეზიისთვის, საგანმანათლებლო და სამოქალაქო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ნატო ინგოროყვას;
„ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო ორიგინალური ნაწარმოებისთვის გადაეცა მიხელ ჩარკვიანს წიგნისთვის “- „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“;
ლიტერატურული პრემია „ლიტერას” განსაკუთრებული ჯილდო წიგნიერებისა და განათლების გავრცელებისთვის გადაეცა მწერალ დათია ბადალაშვილს.
პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს.
„შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალური, ძვირფასი და მშვენიერია და რომ სოლიდარობა შემოქმედისა და მოქალაქის უზენაესი ღირებულებაა, პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის”, პენ საქართველოს სპეციალური პრიზი გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს, ირაკლი ლომოურს”, – წერს პენ საქართველო.