19 აპრილის შემდეგ დღეში კორონავირუსის 8 შემთხვევაზე მეტი არ დაფიქსირებულა

პუბლიკა

18 აპრილის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების გამოვლენის დინამიკა მკვეთრად დაეცა.

19 აპრილი – 6 შემთხვევა.

20 აპრილი – 8 შემთხვევა.

21 აპრილი – 6 შემთხვევა.

22 აპრილი – 8 შემთხვევა.

23 აპრილი – ამ დროითვის 4 შემთხვევა.

ინფექციონისტების ნაწილის თქმით, ეს იმ შეზღუდვების დაწესებით და შესრულებითაა გამოწვეული, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

“კურაციოში” ამბობენ, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მსოფლიოში  ინფექციის გავრცელების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა იჭერს.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ვერ იქნება დაფიქსირებულზე საგრძნობლად მეტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 420
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 111
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5
  • კარანტინის რეჟიმში – 5223
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.