აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „პუბლიკას” საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურში უთხრეს, გარდაცვლილი მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.