კომპანია „თელასმა“ პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
კომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 763,22 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 0,01% (0,11 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2019 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (763,11 მილიონი კვტ*სთ).
„ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალ მომხმარებელთა რაოდენობის 4,2% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
2020 წლის იანვარ-მარტში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,3%-ით (16,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 741,7 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა მომხმარებელთა რაოდენობის მატებამ განაპირობა.
2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 917 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (217 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 700 კმ)”, – ამბობენ კომპანიაში.