თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველი” ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ქალაქის მერიის შენობასთან აქცია გამართეს და  ხელისუფლებას ტრანსგენდერი ქალების დახმარებისკენ მოუწოდეს.

კადრებში, რომლებსაც ტელეკომპანია ავრცელებს, ჩანს, რომ აქციის ერთმა მონაწილემ  თავის დაწვა სცადა. მან განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ამ გზით აპროტესტებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

მათი თქმით, პანდემიის გამო შემოსავალი აღარ აქვთ და ბინის ქირის გადახდასაც კი ვეღარ ახერხებენ.

„ელემენტარული ბინის ქირის გადასახდელი ფულიც არ გვაქვს. რა გავაკეთოთ!” – განცხადა აქციის ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „პირველთან”.