ვინაიდან დავიწყეთ შეზღუდვების ნაწილობრივ, ვადაზე ადრე მოხსნა, ბუნებრივია, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ მომდევნო ეტაპიდან რა შეგვიძლია გადმოვწიოთ წინა ეტაპზე. – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
“რესტორნების ღია ნაწილის გახსნამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით ადრე გადმოიწიოს”. – თქვა მან.
“სილამაზის სალონები ცოტა უფრო მეტი რისკის შემცველია, დისტანციის დაცვა რთულია, ვინაიდან მომსახურე პერსონალსა და მომხმარებელს შორის საკმაოდ ახლო კომუნიკაციაა, ეს საფრთხის შემცველია და ამ მიმართულებას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.