„ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობაში შესასვლელ ერთ-ერთ რკინის კარს ბოქლომი დაადო.
როგორც პარტიაში ამბობენ, ისინი სხვა შესასვლელებსაც ჩაკეტავენ.
დღეს, 3 საათიდან სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები, ისინი მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობისა და პრემიერის გადადგომა და რიგგარეშე პროპორციული არჩევნებია.
„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.