ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 5 ახალი პაციენტიდან მათ კლინიკაში არცერთი არ არის.
„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 258 პაციენტი და ეს არის დაახლოებით 39%, ანუ დადასტურებული პაციენტების მხოლოდ 39% მკურნალობს სტაციონარებში, დანარჩენები, ანუ უკვე საკმაოდ სოლიდური რაოდენობა გამოჯანმრთელებულია.
5 ახალი პაციენტი არის ცნობილი წყაროებიდან და ყველა იყო საკარანტინო სივრციდან. არცერთი არ არის ჩვენთან შემოყვანილი. ჩვენს კლინიკაში არსებული მდგომარეობა უცვლელია“, – ამბობა მარინა ეზუგბაია.
საქართველოში დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობამ 652-ს მიაღწია.
11-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მათი რიცხვი ამჟამად 383-ა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 652
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 383
- მათ შორის გარდაცვლილი – 11
- კარანტინის რეჟიმში – 4246
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3