უზრუნველვყოფთ 2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გრანტების, პროგრამებისა და სტიპენდიების დაფინანსებას - მინისტრი

პუბლიკა

განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს სამინისტროს მხრიდან მიეცა რეკომენდაცია, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა და, შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაავადა, ან სტუდენტებს შესთავაზა გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი.

„რაც შეეხება სამინისტროს მხრიდან, ჩვენ სრულად, როგორც ყოველთვის, უზრუნველვყოფთ 2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, პროგრამებისა და სტიპენდიების დაფინანსებას“, – განაცხადა ჩხენკელმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების მინისტრმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა.