კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს და იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც 29 მაისიდან ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ იმოქმედებს.
მათი განმარტებით, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. ასევე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა და გაგრილების სისტემის ჩართვა; ასევე, სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.
„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურება, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
კერძოდ: აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველდღე ჩაუტარება დეზინფექცია.