დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფო კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად 634 გამოჯანმრთელებულია, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 796-ია.
ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე Covid-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს.
„მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან შედარებით”, – აღნიშნა მან.