5 ივნისის დილის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა და საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 805 შეადგინა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 2-ის ინფიცირების წყარო, ე.წ. საბურთალოს კლასტერია, ორი კი – საკარანტინო სივრციდანაა.
საქართველოში გამოჯანმრთელებულია 650 ადამიანი, გარდაიცვალა 13.
STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემებით:
– კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 424;
– ტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304;
– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.