3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 შემთხვევის წყარო უცნობია - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 შემთხვევის წყარო კი ჯერ უცნობია.

„თითქოს არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ – ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, – განაცხადა გახარიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ ღამით გავრცელდა. 6 ახალი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია კი ამ დილით განახლდა.

ქვეყანაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 818 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა.